ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7807 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.2038 ლარი.
22 მაისის კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 1.7805 ლარი იყო, ხოლო 1 ევროსი - 2.2258 ლარი.