,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების დროს არ იყოს ,,რუსთავი 2“. მისივე თქმით, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ,,რუსთავი 2“ -ის პარალიზება.
„მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება და პარალიზება, რუსთავი 2-ის დაქვემდებარება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებას, სადღაც აგვისტოდან სექტემბერში არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, რომ გააყალბოს არჩევნები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაყალბების დროს არ იყოს რუსთავი 2. მათ უნდათ თავიანთი დანაშაულებების დაფარვა და ამ ფონზე, რასაკვირველია, რუსთავი 2 მათთვის არის არახელსაყრელი მაუწყებლობა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
დღეს სააპელაციო სასამართლოში ,,რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. სასამართლოს შენობასთან შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.