ნიკორწმინდაში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია"-დან აცნობეს, ნიკორწმინდაში სულ 612 აბონენტი გამრიცხველიანდება. სამუშაოების ღირებულება 183 600 ლარია.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის ფარგლებში ჯერ ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება.
ამ დროისთვის, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" რეგიონებში სულ 360 000 აბონენტი გაამრიცხველიანა. მთლიანად რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამ წელიწადში დასრულდება.