საქართველოს საცალო ქსელში დღეიდან საწვავის ფასი ლიტრაზე 5 თეთრით შემცირდა.
როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი მცირდება, რამაც ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასების (Platt's) კლება გამოიწვია.
"ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიანთ საცალო ქსელში საწვავის ფასი შეამცირონ. დღეიდან რამდენიმე კომპანიამ უკვე შეამცირა საწვავის ფასები 5 თეთრით", - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, ის კომპანიები კი, რომლებიც საწვავს ისევ ძველ ფასად ყიდიან, მას უახლოეს დღეებში დააკლებენ.