ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობას საპრივატიზაციოდ აუქციონზე გაიტანს.
სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, აუქციონზე გაიყიდება თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (№3-4-ში სარდაფი საერთო ფართობით - 391,62 კვ.მ.; I სართული - 1064,2 კვ.მ.; II სართული - 1206 კვ.მ.; III სართული - 1121.88 კვ.მ.; IV სართული - 857,33 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი. შენობის მეორე ნაწილში უნივერსიტეტი "სდასუ" და სხვა დაწესებულებებია განთავსებული.
ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 2 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. აუქციონი 14 ივნისს ჩატარდება.