"საქართველოს ბანკი" თბილისში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასასრულებლად სესხს გამოყოფს.
სესხის გამოყოფის თაობაზე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" გენერალური დირექტორი გოჩა ინგოროყვა ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.
სესხის ოდენობისა და ასევე საავადმყოფოების მშენებლობის დეტალებზე ინფორმაცია სწორედ ხვალინდელი პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
პრესკონფერენცია არამიანცის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ახალი საავამდყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს.