საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 24 მლნ 362 ათასი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მთლიანი შემოსავლები 449 მლნ 681 ათას ლარზე დაფიქსირდა, საიდანაც 326 მლნ 766 ათასი ლარი პროცენტული შემოსავლებია.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, კომერციული ბანკების მთლიანმა ხარჯებმა კი, 417 მლნ 062 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 163 მლნ 288 ათასი ლარი პროცენტული ხარჯებია.
საქართველოს კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტი 15 მლნ 337 ათასი ლარის მოგებით დაასრულეს. ეს კი, 2008 წლის იანვარ-აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული პირველი მოგება იყო.
2009 წელი კი, კომერციულმა ბანკებმა 65 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს.