9 ოქტომბერს, მიტინგი „ოცნების“ გამარჯვების აღსანიშნავად იქნება, სადაც იქ სააკაშვილის ფიტული იქნება ავბედითი წლების საპასუხოდ“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ. მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პროცესების სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაყვანა სურს.
„კორცხელში მომხდარი სამარცხვინო ინციდენტი დავგმეთ, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგომ პოლიტიკური მოტივით ხუთ კაცს არ უჩხუბია. მინდა, რომ ყველა დაკითხული იყოს და იმედია, რომ გამოძიება ერთ მხარეს არ გადატეხავს ჯოხს და ყველას სასჯელს მიუსჯის. სამარცხვინოა, როცა ნაციონალებს სურთ, ეს დაპირისპირება სამოქალაქო დონეზე - ბაზალეთის დონეზე აიყვნონ და ამ საქმეში სამეგრელო ჩართონ. ნათელია, რომ მათ სამოქალაქო დაპირისპირება უნდათ. უკრაინის მოქალაქეს ერთი სული აქვს, რომ 9 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიტინგზე გამოვიდეს. ვარწმუნებ, რომ 9 ოქტომბერს, მიტინგი „ოცნების“ გამარჯვების აღსანიშნავად იქნება, სადაც იქ სააკაშვილის ფიტული იქნება ავბედითი წლების საპასუხოდ“, - დასძინა ქანთარიამ.