ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში (TRACECA) მიმდინარე წლიდან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც TRACECA-ს აზერბაიჯანული მხარის მდივანი აკიფ მუსტაფაევი აღნიშნავს, მიმდინარე წლიდან თღAჩEჩA-ს მხოლოდ ცენტრალურ სეგმენტში ტვირთების გადაზიდვა 8.5 პროცენტით გაიზარდა.
"საუბარია დამატებით 15 მლნ ტონა ტვირთზე. თუ ამას დავუმატებთ ტვირთთანაკადს სამხრეთ სეგმენტიდან, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვან ნახტომზე ტვირთგადაზიდვის თვალსაზრისით", - განაცხადა მუსტაფაევმა.