საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფონდ "იავნანას" ერთ-ერთ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.
კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი ჯერ არ სახელდება. პროექტის დეტალებზე ასოციაციის წევრებმა და ფონდ "იავნანას" პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
როგორც პაატა ბურჭულაძემ განმარტა, პროექტთან დაკავშირებით დღეს საღამოს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ კონცეტრზე გახდება ცნობილი, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქი განაცხადებს.
"ამის თაობაზე დღეს საღამოს გამოცხადდება. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ დიდი საქმე კეთდება მთელი ერისთვის და ყველა ქართველისთვის. გადავწყვიტეთ პირველ რიგში ბიზნესმენებს სცოდნოდათ ამის შესახებ, რადგან მათი მხარდაჭერაც საჭიროა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
დღევალდელ დახურულ შეხვედრაზე საუბარი ზოგადად ფონდ "იავნანასა" და ბიზნეს ასოციაციის სამომავლო თანამშრომლობასაც შეეხო.