"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, გუშინ ,,წარმუდგენლად არასწორად ლაპარაკობდნენ”. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანდნენ, იქ სპეციალურად იყვნენ ჩაყვანილი:
"ყველანაირი გამართლება ძალადობისა არის დაუშვებელი. ის, რომ გუშინ კალაძე არასწორად ლაპარაკობდა და კობახიძე, რომ წარმუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მარტო ესენი არ არიან. ესენი შეიძლება ემოციურად იყვნენ და პარტია არის და ალბათ გააკეთებს სათანადო განცხადებას. ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ და რომელ საათზე. ამიტომ ამ დანაშაულს სჭირდება გამოძიება და დასჯა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა