დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ,,ქართული ოცნება“ დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გადაინაცვლა. გიორგი ლაპანაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზად იმედგაცრუება და მმართველი პარტიის მიერ ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება დაასახელა.
მისი განმარტებით, ყველაფერზე პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე, რომელიც 28 მაისს გაიმართება, ისაუბრებს. გიორგი ლაპანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება.