საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდელი და უნეტარესი ილია მეორე დილიდან, ვაკეში მდებარე სამების ტაძარში წირვას აღავლენს.
ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა, სადაც წირვა-ლოცვა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
დღეს სამების დღესასწაულია, რომელიც სულთმოფენობის დღის შემდეგ აღინიშნება.