"თელასის" ქვესადგურ "ავშნიანში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს 1 საათით, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან" აცნობეს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება გლდანის ა, II, III, IV, V მიკრორაიონებში, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ტაბიძის, ილორის, ზარზმისა და მიმდებარე ქუჩებზე.
მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე განახლდება.