თბილისში, ცენტროლიტის დასახლების ნაწილს დღეს და ხვალ ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი ქვესადგურ "ცენტროლიტში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოებია.
24 მაისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ცენტროლიტის დასახლებას, სარაჯიშვილის, ჯანჯღავას, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კაჭარავას, ქერჩისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვა შეეხება ასფალტის ქარხანასაც.
25 მაისს კი, ამავე საათებში, ელექტროენერგია შეუწყდება ანდრონიკაშვილის, ბარალეთის, ბარისახოს, ბიჭვინთის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ჭრებალოსა და ზაჰესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე განახლდება.