სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის ქვეშ, ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა და ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.
კობახიძემ ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა ორძელზე, რაც წინა რეკორდის გაუმჯობესებაა.
როგორც რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა აღნიშნა, იოსებ კობახიძის მიერ დამყარებული რეკორდი ხარისხითაც და რაოდენობითაც აღემატება ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებულ რეკორდს.
იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.
სუს-ის თანამშრომლის მიერ დამყარებული რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.