აშშ-ის საელჩო ანკარაში მოქალაქეებს 19 მაისს მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ აფრთხილებს.
აშშ-ის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ 19 მაისს თურქეთში ახალგაზრდობისა და სპორტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შესაძლოა, ტერორისტული აქტები მოხდეს.
“აშშ-ის საელჩო ფლობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთში 19 მარტს, ათათურქის ხსოვნისა და ახალგაზრდობისა და სპორტის დღეს, თურქეთში ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საელჩო ასევე აცხადებს, რომ თურქეთში საერთაშორისო და ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციების განსაკუთრებულ სამიზნეს უცხოელი და ამერიკელი ტურისტები წარმოადგენენ. ამიტომ, აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, გაეცნონ თურქეთში გამგზავრების შესახებ გაფრთხლებასა და უსაფრთხოების ზომების შესახებ განცხადებას.
აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა 22 მაისს, თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ყრილობის დროს ანკარაში დემონსტრაციებსა და არეულობას არ გამორიცხავს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.