ავიაკომპანია "აირზენა" რუსეთ-საქარათველოს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას დღეიდან იწყებს. ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა "აირზენამ" რუსეთის სავიაციო ხელისუფლებიდან 17 მაისს მიიღო.
ნებართვაში დაფიქსირებულია, რომ ფრენები 24 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნდა შესრულდეს.
"აირზენა" მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, კვირაში 3-4 ავიარეისს შეასრულებს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ხოლო თუ მოთხოვნა იქნება რეისებს გარდა მოსკოვისა, სხვა ქალებშიც შესრულდება.
"აირზენას" საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განმარტებით, რეისების დანიშვნაზე მოლაპარკების პროცესში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია.