16-21 მაისს თბილისში გაიმართება თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. ფესტივალი წლეულს მეორედ იმართება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” მწერალთა სახლიდან აცნობეს, თბილისის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოწვეულნი არიან ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიცაა დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, დიმიტრი ბიკოვი, იური ანდრუხოვიჩი, ტადეუშ დაბროვსკი, სერხიო ბადილია კასტილიო, ლუდვიგ ლაჰერი, იასუჰირო იოცუმოტო და სხვები, სულ 19 სტუმარი 16 ქვეყნიდან.ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, ლექციებს, წიგნების პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს და ასევე, ღონისძიებებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე კავკასიურ სახლში, ფრონტლაინში, ილიაუნიში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულში, ასევე მწერალთა სახლის ვებგვერდზე (www.writershouse.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე