დღეს, 24 მაისს, 12:30 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება.
დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან.
შეხვედრაზე მომხსენებლი იქნება ფონდ ,,იავნანას" პრეზიდენტიპაატა ბურჭულაძე.
ასევე საუბარი იქნება ბიზნესსექტორთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე. მომხსენებელი - პრემიერ მინისტრის აპარატში ბიზნესის ინტერესების დამცველი გიორგი პერტაია.
თემაზე _ საქართველო-რუსეთი და ევროპის უსაფრთხოების პრობლემები, მოხსენებით გამოვა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე.