დღეს, 24 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსთავს ეწვევა.
მინისტრი 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზარსთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.
გარდა ამისა, დიმიტრი შაშკინი სკოლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს დაასაჩუქრებს.
მინისტრი რუსთავში 12:00 საათისთვის ჩავა.