"დაიჭირე და გაუშვი" - ამ სლოგანით ლისის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა თევზაობის 150-მდე მოყვარულმა მიიღო. მათ საერთო ჯამში 20 კილოგრამზე მეტი თევზი დაიჭირეს, რომელიც შემდეგ ისევ წყალში გაუშვეს.
თევზაობის ფესტივალი საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა სინაურიძის ინიციატივით, საქართველოს მეთევზეთა კლუბთან ერთად მოეწყო.
ფესტივალის ბოლოს 10 საუკეთესო მეთევზეს სპეციალური ჯილდოები და პრიზებიც გადაეცა.