ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ეკომარათონი გაიმართა.
50 ველოსიპედისტთან ერთად რბოლაში მონაწილეობა თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი უგულავამაც მიიღო.
აქციის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა იყო.
4-კილომეტრიანმა გზამ, რომელიც ველომრბოლელებმა და გიგი უგულავამ გაიარეს, თბილისში მოძრაობა უნდა განმუხტოს.
"ყველამ ერთიანად უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. მეორეს მხრივ, ამ გზას პოპულარიზაცია სჭირდება, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ თბილისში განიმუხტოს მოძრაობა", - განაცხადა უგულავამ.