"ალიანსი საქართველოსთვის" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისში მცხოვრებ ქურთებს ქურთული კულტურის დღეების დაწესებას ჰპირდება.
"ალიანსელები" დღეს სანზონის მოსახლეობას შეხვდნენ და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქურთებს შესაბამისი ინიციატივა თავად გააცნეს.
"ჩვენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მივცემთ საშუალებას იმის დემონსტრირება მოახდინონ, რითაც ამაყობენ. ამიტომაც, "ალიანსს" შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, თბილისში ყოველწლიურად გაიმართება ქურთული კულტურის დღეები", - განუცხადა ჟურნალისტებს სანზონაში "ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ანდღულაძემ.
"ალიანსელები" სანზონელებს გამარჯვების შემთხვევაში სოციალური პრობლემების მოგვარებასაც დაპირდნენ.