უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ შს მინისტრი არსენ ავაკოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება თავად ზღულაძის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
„ეკა მიდის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან. მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე მიიღო. ეკა თავად გააკეთებს განცხადებას. ჭორები საჭირო არ არის“, - წერს არსენ ავაკოვი.
როგორც უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, ზღულაძემ მიიღო მისი წინადადება სამინისტროში რეფორმებზე მომუშვე ჯგუფთან მუშაობის შესახებ, შედეგად იგი მუშაობას სამინისტროში გააგრძელებს და მრჩეველთა სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანებს.
მინისტრის თქმით, რეფორმები გაგრძელდება და ახლა დამუხრუჭების დრო არ არის.