დღეს, 12 მაისს, სტოკჰოლმში ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური ტურში ქართველი შემსრულებლები იმღერებენ.
საქართველოს სახელით წელს ევროვიზიაზე ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარდგებიან.
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური ტურში 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა.
გამარჯვებული ქვეყნები: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთი - ისინი კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა ტელემაყურებელმა ერთობლივად გამოავლინეს.
14 მაისს კი 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდება ცნობილი.
კონკურსს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.