დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ვითიბი ბანკი სხვა კომპანიებთან ერთად პროექტ „CheckIn Georgia“ -ს პარტნიორი გახდა.
პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში, დაგეგმილია 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიება, მათ შორის მეგა ვარსკვლავების კონცერტები.
დღევანდელ ღონისძიებაზე ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა:
ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის ისე ბიზნეს სექტორისთვის. ამასთან ერთად ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო საბანკო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ბანკის მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ პროექტში.