ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური ტური სტოკჰოლმში - 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა.
გამარჯვებული ქვეყნები: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთი - ისინი კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა ტელემაყურებელმა ერთობლივად გამოავლინეს.
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 12 მაისს, გაიმართება, სადაც ქართველი შემსრულებლებიც წარდგებიან.
14 მაისს კი 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდება ცნობილი.
კონკურსს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საქართველოს სახელით წელს ევროვიზიაზე ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარდგებიან