საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ირლანდიაშისაქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერიის ისტორიულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოსშესახებ ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „Welcome to Georgia".
საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ-მერის მოადგილემ გაი ფაგანმა.ასევე, ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies".
ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დუბლინის ქალაქის საბჭოსმხარდაჭერით მიმდინარეობს და მასზე წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები.გამოფენის მთავარ მიზანს ირლანდიაში საქართველოს წარმოჩენა და ირლანდიელი ვიზიტორების საქართველოსტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესება წარმოადგენს.
ფოტოგამოფენა მაისისა და ივნისის განმავლობაში დუბლინში მდებარე სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფოტოგამოფენაზე შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.