ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივითდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ლატვიაში საქართველოს საელჩომ ღია კარის დღე გამართა.
საქართველოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩომ 45-მდე სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ ლატვიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, გაცვლით პროგრამებში მონაწილე ახალგზარდები.
მოწვეული სტუმრებისთვის საელჩომ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ისტორიის, ქართულ კულტურისა დასაინტერესო ფაქტების შესახებ. შეხვედრაზე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა.
აღსანიშნავია, რომ წელს ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლატვიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების (დანია,ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, ირლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი, შვედეთი) და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) საელჩოებმა.