დროებითი საცხოვრებელი ფართები ქუთაისში მცხოვრებ დევნილებსაც დაუკანონდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებულთა 24 ოჯახს შეეხება.
თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი საფინანსო კოლეჯის შენობაში შესახლებულ დევნილებს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია თავად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მიაწოდა.
ამასთან, მინისტმა შენობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, პირადად დაათვალიერა.
კომპაქტურად ჩასახლებული ყველა დევნილი დროებით საცხოვრებელ ფართს პირად საკუთრებაში წლის ბოლომდე მიიღებს.