ბარაკ ობამა იქნება ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 1945 წლის შემდეგ ჰიროსიმაში ჩავა. ჰიროსიმას შემდეგ ობამა ვიეტნამსაც ეწვევა.
1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ ჰიროსიმასა და მეორე იაპონურ ქალაქ ნაგასაკიზე ბირთვული თავდასხმა მოახდინა. ატომურმა ბომბმა მაშინ, 140 000 ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ ამ ატომურ დაბომბვას უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის დამთავრება.
აღსანიშნავია, რომ 1945 წლის შემდეგ ჰიროსიმას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერიც ეწვია, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა.