ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური 10 მაისს გაიმართება. შოუს ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან განხორციელდება.
პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, უნგრეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, სომხეთი, სან მარინო, რუსეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, ავსტრია, ესტონეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ისლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მალტა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.
დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. 10, 12 და14 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2016“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური 10 მაისს გაიმართება. შოუს ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში 23:00 საათიდან განხორციელდება. პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ფინეთი საბერძნეთი მოლდოვა უნგრეთი ხორვატია ნიდერლანდები სომხეთი სან მარინო რუსეთი ჩეხეთის რესპუბლიკა კვიპროსი ავსტრია ესტონეთი აზერბაიჯანი მონტენეგრო ისლანდია ბოსნია და ჰერცეგოვინა მალტა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. 10, 12 და14 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2016“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.