იტალიელი მოქანდაკის, მაურიციო კატელანის ნამუშევარი, რომელიც ნაცისტ დიქტატორს, ადოლფ ჰიტლერს გამოსახავს დაჩოქილი მლოცველის პოზაში, ნიუ იორკში რეკორდულ თანხაში გაიყიდა. ,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 8 მაისს ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე კატელანის მიერ შესრულებული ქანდაკება 17,2 მილიონ აშშ-ის დოლარად შეისყიდეს.