რუსეთის ფედერაციაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ვიზიტი დაიწყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქი რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევით ჩავიდა.
"ვნუკოვო-3"-ის აეროპორტში კონსტანტინოპოლის პატრიარქს რუსეთის პატრიარქი კირილე შეხვდა. ამას გარდა, მას აეროპორტში ასევე დახვდნენ რუსეთის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ავდეევი, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები და 100 ზე მეტი მოსკოველი სასულიერო პირი.