თბილისის მერიის ბიგ-ბენდი, სპეციალურად სტუდენტებისთვის გამართული კონცერტების სერიას აგრძელებს. 10 მაისს 15:00 საათზე თბილისის ბიგ-ბენდი ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრება. ღონისძიებაზე ბენდი და მისი სოლისტები ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგებიან.
კონცერტებს სტუდენტებისთვის ბიგ-ბენდი მრავალი წელია ყოველწლიურად მართავს. წელს პირველი კონცერტი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ასევე იგეგმება, რომ ბიგ-ბენდი თვისი მუსიკალური პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტს ეწვიოს. ბიგ-ბენდს მაისში სამედიცინო, თავისუფალი, გურამ თავართქილაძის და სხვა უნივერსიტეტები უმასპინძლებენ. ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია.