თბილისის მერიის ბიგბენდი სპეციალურად სტუდენტებისთვის გამართული კონცერტების სერიას განაგრძობს. 10 მაისს 15:00 საათზე თბილისის ბიგბენდი ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრება.
ღონისძიებაზე ბენდი და მისი სოლისტები ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგებიან.
კონცერტებს სტუდენტებისთვის ბიგბენდი მრავალი წელია ყოველწლიურად მართავს. წელს პირველი კონცერტი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ასევე იგეგმება, რომ ბიგ-ბენდი თვისი მუსიკალური პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტს ეწვიოს. ბიგბენდს მაისში სამედიცინო, თავისუფალი, გურამ თავართქილაძის და სხვა უნივერსიტეტები უმასპინძლებენ. ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია.