25 მაისს, 11:00 საათზე, სპორტკომპლექსში "ლაგუნა ვერე" თბილისის მერიის თასზე სპორტულ ცურვა „თავისუფალ კოლხურში" (ლაზურში) შეჯიბრება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა
ფედერაციის პრეზიდენტმა ჰენრი კუპრაშვილმა აცნობა ასპარეზობა გაიმართება გოგონებსა და ბიჭებს შორის 50 და 100 მეტრიან დისტანციებზე. აჟღერდება კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ცურვის ამ სახეობისთვის დაწერილი "ლაზური მარში".
შეჯიბრების მთავარი მსაჯია მანანა ზამბახიძე.
გამარჯვებული პრიზიორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, დაწესებულია ფულადი ჯილდოები.
აღნიშნულ დისტანციებზე, დღეისათვის საქართველოს (შესაბამისად, მსოფლიო) რეკორდები ასე გამოიყურება: 50 მეტრიანი დისტანცია: გოგონები - 46.26; ბიჭები - 39.55; 100 მეტრიანი დისტანცია: გოგონები - 1.41.9; ბიჭები -1.17.10;