"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მეორე შუალედი ანგარიში წარმოადგინა.
როგორც საია-ში აცხადებენ, ანგარიშში ის დარღვევბია წარმოდგენილი, რომელიც ორგანიზაციამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოავლინა.
საია-ს მიერ აღმოეჩენილი დარღვევები ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიაში არა უფლება-მოსილი პირების მონაწილეობას, ამომრჩევლების საჩუქრებით მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენებას და ამომრჩევლის დაშინების ფაქტებს უკავშირდება.
"ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელთა განცხადებით, დაშინების ფაქტები რეგიონებში სჭარბობს.
ანგარიშის წარმოდგენასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე დაშინების კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრეს.