22 მაისს თბილისში, შავი ზღვის უნივერსიტეტში, "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს" მეოთხე ეროვნული შერჩევითი კონფერენცია გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციაში თსუ-იდან 60-მდე სტუდენტი, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტში 24 მაისს 10:30 საათზე დაიხურება, რომელსაც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საფრანგეთში 1987 წელს დაარსდა.