22 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში გაიმართება გიორგი გორაშვილის წიგნის "ეთნიკურ-სეპარატისტული ტერორიზმის განვითარების საფრთხე საქართველოში და მისი პროფილაქტიკის გზები" პრეზენტაცია.
წიგნი ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოიცა და საქართველოში ტერორიზმის ერთ-ერთი გამოვლინების - ეთნიკური სეპარატიზმის მონოგრაფიულ კვლევას წარმოადგენს. ტერორიზმის საფრთხეს ქვეყნები თავისებურად აღიქვამენ და მასთან ბრძოლის სტრატეგიასაც თავად ირჩევენ. წარმოდგენილი წიგნი ტერორიზმის ამ სახეობის მეცნიერულ ანალიზსა და დასაბუთებულ რეკომენდაციებს წარმოადგენს.