საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება სურამის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა დასახმარებლად.
აქციაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა თითქმის ყველა უწყებამ - პროკურატურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებმა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა სურამის ბავშთა სახლის აღსაზრდელთათვის შეიძინეს სხვადასხვა საჭირო ნივთი _ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მუსიკალური ინსტრუმენტი, სპორტული ინვენტარი, ჭურჭელი, თეთრეული, საკვები პროდუქტი, ტკბილეული, საგანმანათლებლო ნივთები და სხვ.
სურამის ბავშვთა სახლში სულ 47 აღსაზრდელი ცხოვრობს. მათი ასაკი 4-დან 18 წლამდეა, ბავშვებისთვის დახმარების ინიციატივა სააღდგომოდ მათთან მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთა სტუმრობის შემდეგ გაჩნდა. საქველმოქმედო აქცია ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.