საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მიმართა. მიმართვაში საუბარია საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევებზე, მათ შორის სოციალურ სფეროში ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომის არსებობაზე: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების არარსებობა სახელმწიფო უწყებებში, ასევე სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; სოციალური შეღავათების სფეროში არათანაბარი მიდგომა სოციალური პროგრამების იმპლემენტაციის დროს.
სათვისტომომ მოუწოდა კანდიდატებს, ხელისუფლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მოსვლისას, ყურადღება მიაქციონ და გააკეთონ ყველაფერი არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
მიმართვის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს სომეხთა სათვისტომო, საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრი და საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაცია.