"სახალხო დემოკრატების"ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის ინფორმაციით, "თბილავიამშენის" თანამშრომლები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას თანამშრომლების სახელფასო დავალიანებები ამ დრომდე არ გაუსტუმრებია. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის და "სახალხო დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაკა ივანიშვილი სამგორში "თბილავიამშენის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ, სადაც მათ არსებული სახელფასო დავალიანებების დაფარვა მოსთხოვეს. ივანიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ხელიუფლება მომსახურე პერსონალის სახელფასო თანხებს სხვა მიზნებისთვის იყენებს.
თბილისის მერობის კანდიდატი "თბილავიამშენის" ხელმძღვანელობას კომპანიის თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების გაცემისკენ მოუწოდებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს - თავი დაანებოს ბიზნესის ტერორს.
"მოვუწოდებ "თბილავიამშენის" ხელმძღვანელობას, რომ დასაქმებულებს შეუქმნას ელემენტარული შრომის პირობები და უზრუნველყოს ისინი ხელფასით", - განაცხადა ივანიშვილმა.