გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს სტუმრობდა. მინისტრი სოფელ ბადიაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და სოფელში არსებული ვადაგასული პესტიციდების საწყობი დაათვალიერა.
საწყობში 2006-2009 წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული 230 ტონამდე ვადაგასული და ხმარებისათვის უვარგისი პესტიციდია განთავსებული, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბადიაურის საწყობი ვადაგასული პესტიციდებისგან დაიცლება.
სახიფათო ნივთიერებები მის შემდგომ გაუვნებელყოფამდე იაღლუჯას ტერიტორიაზე სპეციალურ სამარხში განთავსდება.