15 აპრილს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ მედიის წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროექტი გააცნო.
პროექტის მიზანია, შემოსავლების სამსახურისა და გადასახადის გადამხდელთა ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივება. სწორედ ამას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების ვებგვერდის სპეციალური ვერსია - სადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი, რომელიც ცოდნით შეიარაღებული გადამხდელის ფორმირებას, დაინტერესებული მომხმარებლებისთვისმეტი ინფორმაციის მიწოდებასა და საზოგადოების ფართო წრეებისთვის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სერვისების ვებგვერდისსადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი http://demo-eservices.rs.ge მოქმედი გადამხდელის პორტალის ანალოგია. სადემონსტრაციოვებგვერდისსაშუალებით, ყველადაინტერესებულპირს, იმის მიუხედავად, არის თუ არა იგი რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ეძლევა შესაძლებლობა, შეისწავლოსშემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული ელექტრონული სერვისები. დემოვერსია შეიცავსყველაელექტრონულსერვისს, რომელსაცდღესათვისშემოსავლებისსამსახური სთავაზობსმომხმარებლებს და რომლებიც აუცილებელია საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად: ელექტრონული დეკლარირება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოება, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების წარმოება, ელექტრონული განცხადებების სერვისი და ა.შ.
ეს არის შემოსავლების სამსახურის სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის. ვებგვერდზევირტუალურ გადამხდელს შეუძლია შექმნას კომპანია (კომპანიები) და შეისწავლოს ბიზნესსაქმიანობისთვის აუცილებელი გარემო. ვებგვერდი საშუალებას მისცემს სასწავლო დაწესებულებებს, ბუღალტერიის სასწავლო კურსში ჩართონ გადამხდელის პორტალის შესწავლა, რაც უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური სპეციალისტებისმომზადების თვალსაზრისით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, ვებგვერდზე დაშვება, მოთხოვნის შესაბამისად, მიეცემა მხოლოდ დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებს.