საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ მთავრობას სურდა, არჩევნები 1 ოქტომბერს გამართულიყო, თუმცა პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერთან კონსულტაციის შედეგად მიიღო
„შესაბამის აქტში ჩამოყალიბებული ყველა წინადადება მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და პრეზიდენტმა მსუბუქი საყვედურებიც კი მიიღო, რომ მთავრობის პოზიცია ზედმეტად გაითვალისწინა. პრეზიდენტის პოზიცია იყო, არჩევნები ოქტომბრის მეორე ნახევარში გამართულიყო, მთავრობას 1 ოქტომბერს სურდა. საბოლოოდ კი, შეთანხმება 8 ოქტომბერზე მოხდა“,-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ 2030-თან საუბარში.