ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ კვლევების დროს შეუძლი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა დღეს განაცხადა. მისივე თქით, შესაძლოა, კვლევების შედეგს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს, მაგრამ კვლევების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოლიტიკური გამოკითხვები არის ინსტრუმენტი, რომელიც, თუ ბრძნულად იქნა გამოყენებული, შეიძლება, დაეხმაროს ქვეყანას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში, დაეხმაროს თითოეულ პოლიტიკურ სუბუექტს.
"საქართველოს შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება და იმედია, გამოკითხვები დაეხმარება ქვეყანას მომავალი არჩევნების ჩატარებაში",-აღნიშნა ელჩის მოვალოების შემსრულებელმა.