დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ ბოლო პერიოდში, ოპონენტების მხრიდან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანიებზე ისაუბრა.
„თითქოსდა ხალხის პრობლემების მოგვარების მიზნით, პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა, აქვე ავიწყდებათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ თავად უგულებელყვეს ეს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენთვის ახლა გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება.
მე მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგანაც ეს ყველაფერი არ კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, არც მათთვის საცხოვრებელი, თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.