დღეს, 21 მარტს, 18:00 საათზე, თბილისელ სომეხთა ასამბლეა მართავს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლობით კრებას, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების, კერძოდ კი საკრებულოში არჩევისთვის სათანადო რეიტინგის მქონე პარტიების მხრიდან თბილისის სომეხთა 86-ათასიანი სათვისტომოს წარმომადგენელ კანდიდატთა იგნორირების თაობაზე.
კრებაზე შემუშავდება მიმართვა თბილისის სომეხთა სათვისტომოსადმი, მოახლოებულ არჩევნებისადმი დამოკიდებულების თაობაზე.
მისამართი: მაჩაბლის ქ. # 11 (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი)